6 გავრცელებული შეცდომა ინტიმური ზონების გაპარსვის დროს

სანამ შეცდომებზე დავიწყებთ საუბარს, მოდით, ერთ დეტალზე შევთანხმდეთ: სხეულზე თმის სტანდარტული, სწორი ან არასწორი სიგრძე არ არსებობს. ეს თქვენი პირადი საქმეა.

თუკი მიგაჩნიათ, რომ ინტიმურ ადგილებში ნაზი კანი უნდა გქონდეთ და თმას თქვენით, სახლის პირობებში იშორებთ, გამორიცხული არ არის, რომ ბევრი შეცდომა დაუშვათ.

შეცდომა #1

არასდროს გამოიყენოთ დაბლაგვებული ან დაძველებული საპარსი დანადგარი ინტიმური ადგილების გასაპარსად, რადგან ეს გამოიწვევს კანის გაღიზიანებას და არც ტრავმებს გამორიცხავს.
ასე რომ, თუკი სამართებელზე ჟანგი შენიშნეთ – თამამად გადააგდეთ ის ნაგავში.

შეცდომა #2

გასაგებია, რომ მუდმივად გვეჩქარება, მაგრამ ეს არ არის იმის მიზეზი, რომ გაპარსვის დროს ეს მნიშვნელოვანი ეტაპი არ გავითვალისწინოთ: გაპარსვამდე 10 წუთით ადრე აუცილებელია ბიკინის ზონის დაორთქვლა თბილი წყლით. შედეგად რბილდება კანი, იხსნება ფორები და გაპარსვის პროცესი მარტივდება.

შეცდომა #3

გასაპარსი თმის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 6 მილიმეტრს. თუკი გასაპარსი თმის სიგრძე უფრო მეტია, ჯერ მაკრატლით ისარგებლეთ, ხოლო შემდეგ საპარსი საშუალებით.

შეცდომა #4

გვახსოვდეს, რომ პარსვას სიჩქარე არ უყვარს. დასველების გარეშე გაპარსვა აღიზიანებს კანს და პროცესს უფრო მტკივნეულს ხდის.

შეცდომა #5

ნუ ჩაიცვამთ სინთეტიკურ სტრინგებს ბიკინის ზონის გაპარსვისთანავე. პარსვის პროცესში კანი იღებს სტრესს, ამიტომ მიეცით მას ცოტაოდენი დასვენების საშუალება. აირჩიეთ ბამბის თეთრეული, რომელიც ზედმეტად არ მოგედებათ და კანს არ გაგიღიზიანებთ.

შეცდომა #6

პარსვის შემდეგ წასასმელი ლოსიონი ყურადღებით შეარჩიეთ – კარგად გაეცანით მის შემადგენლობას, რათა კანი არ გაიღიზიანოთ. ლოსიონის ნაცვლად კი შეგიძლიათ, ისარგებლოთ ქოქოსის ზეთით ან ალოე ვერას ზეთით – ორივე შესანიშნავად არბილებს და ატენიანებს კანს.

გიყვარდეთ საკუთარი სხეული და იზრუნეთ მასზე სწორად!

წყარო 
Total Page Visits: 143 - Today Page Visits: 1

Facebook Comments

ავტორიზაცია