Forbes-მა საქართველო ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების სიაში შეიყვანა

Forbes-მა საქართველო ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების სიაში შეიყვანა

Forbes-ის ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების სიაში საქართველოც მოხვდა. რეიტინგში საქართველო 44-ე ადგილზეა და უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა, ყატარი, ტაილანდი, ჩინეთი, ხორვატია, ბულგარეთი, მექსიკა, თურქეთი, ურუგვაი, სამხრეთ აფრიკა, ბრაზილია და ინდოეთი.

საქართველოს მნიშველოვნად ჩამორჩება სომხეთი (81-ე ადგილი), აზერბაიჯანი (70-ე ადგილი), რუსეთი (55-ე ადგილი) და უკრაინა (77-ე ადგილი).

„საქართველოს ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი სოფლის მეურნეობა, მათ შორის ყურძენი, ციტრუსები და თხილია, ასევე მარგანეცი და ოქრო. ის აწარმოებს ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებს, მეტალებს და ა.შ.” – წერს Forbes-ი.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს აქვს შიდა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო ჰიდროენერგია. ასევე ხაზგასმულია საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდგომარეობა.

„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიური გაზსადენების მშენებლობამ და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გაყვანამ, გაამყარა საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის მნიშვნელობა და ის ვითარდება ევროპასა და აზიას შორის მდებარე სატრანზიტო ჰაბად, რომლის გავლითაც ნავთობის, გაზისა და სხვა პროდუქციის ტრანზიტი ხდება“, – წერს Forbes-ი.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ საქართველოს ეკონომიკა 2008 წლის ომისა და 2009 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის გამო დაზარალდა, თუმცა 2010-2017 წლებში აღდგენა შეძლო.

„საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპის გაზრდის იმედი აქვს და ამისთვის ავითარებს ინფრასტრუქტურას, ხელს უწყობს მეწარმეობის განვითარებას, ამარტივებს რეგულაციებს, აუმჯობესებს პროფესიული განათლების ხარისხს, რათა ქვეყანამ მეტი უცხოური ინვესტიცია მოიზიდოს და დასაქმებულთა რიცხვი გაიზარდოს.

2012 წლის შემდეგ, „ქართული ოცნების” მთავრობამ გააგრძელა წინა მთავრობის რეფორმები, მათ შორის რეგულაციების წნეხის შემსუბუქება, გადასახადების შემცირება, თავისუფალი ბაზარი. ამავე დროს, ახალმა მთავრობამ გაზარდა სოციალური ხარჯები და გააუმჯობესა შრომითი კანონმდებლობა, რომ ის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდეს. 2014 წელს საქართველომ გააფორმა ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან, 2017 წელს კი ხელი მოეწერა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ჩინეთთან, რითაც თბილისი ეკონომიკის დივერსიფიცირებას ცდილობს. საქართველო ასევე ავითარებს შავი ზღვის პორტების ინფრასტრუქტურას, რითაც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ვაჭრობის გაძლიერებას უწყობს ხელს“, – ნათქვამია Forbes-იდ პუბლიკაციაში.

Forbes-ის ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების სიაში სულ 161 სახელმწიფოა. პირველ ადგილზეა დიდი ბრიტანეთი. ხუთეულში არიან: შვედეთი, ჰონგ კონგი, ნიდერლანდები და ახალი ზელანდია.

წყარო 1tv.ge

ავტორი – ლევან ახალაია

Banner

Previous დავით კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
Next თუ იკვეთება უკრაინელი ბოევიკების კავშირი, რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან? – ქანთარია გიორგი გახარიას

ავტორის შესახებ

გირჩევთ ნახოთ

დატოვეთ კომენტარი